სომხეთმა და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გადახედვაზე მოლაპარაკებები დაიწყეს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასსთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციაზე, მიღებულია გადაწყვეტილება „ევროპის მშვიდობის ფონდის“ საშუალებით სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ახლა სომხეთში მიმდინარეობს დისკუსიები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერევანმა მოისმინოს ევროკავშირელი პარტნიორების დაკვირვებები და რჩევები.