ამ დღეებში საქართველოში გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც ახალქალაქელი მოკრივეები მონაწილეობენ.

გორ აივაზიანს უკვე ორი ბრძოლა ჰქონდა, ორივე გამარჯვებით დასრულდა. პირველი ბრძოლა ესტონელ სპორტსმენთან ჰქონდა, მეორე კი ქართველთან, ის უკვე ფინალშია. ხოლო ფინალური ბრძოლა 8 სექტემბერს გაიმართება.

არშაკ ელიზბარიანი და არტიუშ გომციანი ფინალში გასასვლელად 7 სექტემბერს იბრძოლებენ.

გორ აივაზიანი 57 კგ წონით კატეგორიაში იბრძვის, არტიუშ გომციანი 60 კგ წონით კატეგორიაში და არშაკ ელიზბარიანი 75 კგ წონით კატეგორიაში.

ჩვენმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიმსახურეს, მაგრამ ბრძოლას საპატიო პირველი ადგილისთვის აგრძელებენ.

არშაკ ელიზბარიანისა და არტიუშ გომციანის ტრენერი ატომ ელიზბარიანია, ხოლო გორ აივაზანის – გაგიკ ელიზბარიანი.

დავამატოთ, რომ გიორგი კანდელაკის სახელობის კრივში საერთაშორისო ტურნირში ეროვნული ნაკრების წევრი მოკრივეები მონაწილეობენ. ამ ჩემპიონატის შემდეგ 22 წლამდე სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადონ, ხოლო მოზარდები – მსოფლიო ჩემპიონატისთვის.