ახალქალაქელი მცირეწლოვანი ბავშვების მამას დახმარება ესაჭიროება

ახალქალაქში მცხოვრები 44 წლის არტაშეს ტოსუნიანის დასახმარებლად ფონდების შეგროვება დაიწყო. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მას თირკმლის გადანერგვა სჭირდება (დონორი უკვე ნაპოვნია). არტაშესის ახლობლები გაერთიანებას და შესაძლო ფინანსურ დახმარებას ითხოვენ. ისინი მიიღებენ და მადლიერნი იქნებიან ნებისმიერი ფულისთვის, რომელსაც მხარდაჭერისთვის გამოგიგზავნით.

ოპერაციის სავარაუდო საწყისი ღირებულება 40 ათასი აშშ დოლარია, მაგრამ იმისთვის, რომ საჭირო თანხის ნაწილი მაინც შეგროვდეს, ჯავახეთის მოსახლეობის მონაწილეობა იქნება საჭირო.

არტაშესს აქვს თირკმელებისა და ღვიძლის პოლიკისტოზური დაავადება და ქრონიკული ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი. ამ დროისთვის ის სომხეთში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, დიალიზს გადის.

ქვემოთ მოცემულია საბანკო ანგარიშები საქართველოსა და სომხეთში, სადაც შეგიძლიათ თანხების გაგზავნა. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ არტაშეს, ნუ დატოვებთ მას მარტო ამ რთულ დროს. არტაშესს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ოცნებობს მათი გაზრდის ხილვაზე.

ს. ანატოლიანი – “საქართველოს ბანკი”

GE84BG0000000601754318 (GEL)

ა. გაბრიელიანი – “ინეკობანკი”

2050072046341041 (RUB)

2050072046341020 (USD)