Backlinko-ს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული Instagram-ის აპლიკაცია იყო. საანგარიშო პერიოდში Google Play-ისა და App Store-ით Instagram 182.2 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა ჩამოტვირთული.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციების სიაში მეორე ადგილზე მოხვდა Facebook-ი, რომელსაც 146 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მესამე ადგილი კი 117.7 მილიონი ჩამოტვირთვით TikTok-მა დაიკავა.
ამავე მონაცემების მიხედვით, მეოთხე ადგილზეა WhatsApp Messenger (113.9 მილიონი ჩამოტვირთვა), მას კი მოსდევს Telegram-ი 85.1 მილიონი მომხმარებლით.
მეექვსე ადგილზე კი არის Temu, რომელიც მეორე კვარტალში 79.6 მილიონი მომხმარებლის მოწყობილობაში იყო ჩამოტვირთული. ათეულში დარჩენილი ოთხი ადგილი ასე გადანაწილდა: