საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი ნორმალურია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კვლევა 14 აგვისტოს ჩატარდა. 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო პირობას დებს, რომ გააგრძელებს წყლის ხარისხის რეგულარულ ტესტებს და გააუმჯობესებს მონიტორინგის სისტემას.