ახალქალაქში ფეხბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი დასრულდა. მუნიციპალურ ტურნირში მონაწილეობა 24 გუნდმა მიიღო. ამის შესახებ ახალქალაქის მერიის Facebook გვერდი იტყობინება.

ყველა იბრძოდა გამარჯვებისთვის, მაგრამ სამეულში შემდეგი გუნდები მოხვდნენ:

სოფელ მურჯახეთის ფეხბურთის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.
სოფელ ბარალეთის ფეხბურთის გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა.
სოფელ ზაქის ფეხბურთის გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს მედლები, სიგელები, თასები და სხვა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა და დეპუტატებმა.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალური ჩემპიონატი 18 ივნისს დაიწყო. ყოველდღიურად 8 გუნდი თამაშობდა. თამაშები ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, დამარცხებული გუნდი ჩემპიონატს ეთიშებოდა.