მესამე მცდელობის შემდეგ, წლის შუა რიცხვებისთვის ახალქალაქსა და სოფლებში გზების ორმოების გარემონტების ტენდერი ჩატარდა. სამუშაოებს შპს „ჯავახ ავტო გზა“ 350 000 ლარის ოდენობით განახორციელებს. მერია ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში მოაწერს ხელს, რის შემდეგაც ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს დაიწყებს.
ახალქალაქში და სოფლებში გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მუნიციპალიტეტში ეს მდგომარეობა ხშირად შეინიშნება, განსაკუთრებით ზამთრის შემდეგ. გზებზე ღრმა და დიდი ორმოები გაჩნდა, რაც მანქანების გადაადგილებას ართულებს. მძღოლები უკმაყოფილონი არიან და ჩივიან, რომ მანქანები გზების მდგომარეობის გამო ზიანდება.
ახალქალაქის მოსახლეობა – ვინ არის ჩემი დაზიანებული საბურავის პასუხისმგებელი
ახალქალაქისა და სოფლების გზების კეთილმოწყობაზე ტენდერი, რომელიც ორმოების გარემონტებას ითვალისწინებს, მესამე მცდელობით გაიმართა. ის გამოცხადდა 2024 წლის 29 მაისს. ახალქალაქის ქალაქსა და სოფლებში გზების გარემონტებაზე ტენდერი პირველად 4 აპრილს 350 000 ლარის ოდენობით გამოცხადდა, განაცხადები მიიღებოდა 20-დან 29 აპრილამდე. ის ცხადდება ფასთა ჩამონათვალის მიხედვით, სადაც მითითებულია შესრულებული სამუშაოს ერთეულების ფასები. ტენდერი მეორედ 13 მაისს გამოცხადდა. წინადადებები მიიღებოდა 21-დან 24 მაისამდე. მაგრამ ის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობის გამო შეწყდა, როგორც ეს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია.
ამის შესახებ Jnews-თან ინტერვიუში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არამ მოვსისიანმა შემდეგი თქვა.
„ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, როგორც კი ხელს მოვაწერთ, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას, ორმოების სამუშაოები ჩატარდება ქალაქის ყველა ქუჩაზე, სადაც არის საჭიროება, იგივეა სოფლებშიც, სადაც არის ასფალტი და ორმოები ჩამოყალიბდა“, – თქვა არა მოვსისიანმა.
კომპანია „ჯავახ ავტო გზა“-დან გვითხრეს, რომ არავითარი პრობლემა არ არის, და მალე მოაწერენ ხელს ხელშეკრულებას და დაიწყებენ მუშაობას, მერია მიუთითებს რომელი ქუჩები უნდა გარემონტდეს.