ახალქალაქის მცხოვრები, რომლის ავტომანქანის საბურავი ქუჩის სავალ ნაწილზე არსებული ორმოს გამო დაზიანდა, უჩივის და ითხოვს პასუხს, რომ მისი ახალი საბურავი დაზიანდა, რომელიც ამ ბოლოს 190 ლარად იყიდა. ამავე დროს ქალაქის და სოფლების ქუჩების რემონტის ტენდერი მესამედ გამოცხადდა, რადგან პირველ და მეორეჯერ არ შედგა.
„ვინ არის დაზიანებული საბურავის პასუხისმგებელი”,- ამ სიტყვებით Jnews-ის ოფისს გაბრაზებულმა მძღოლმა მიმართა, რომელიც პასუხისმგებელი პირებისგან ითხოვს, რომ ახალქალაქის ქუჩებში მოძრაობა ასეთი ძვირი და სახიფათო არ იყოს. ერთ წამში ახალი ბორბლის ან სხვა რაღაცის დაზიანებაა შესაძლებელი, რომელიც შეიძლება ღრმა ორმოში აღმოჩმდეს და “იქვე დარჩეს”.
დარბინიანი-თავისუფლების გზაჯვარედინზე საბურავი რომ გააფუჭა, გადმოვიდა მანქანიდან და გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, ბორბალზე როგორ წარმოიქმნა სიგარეტის კოლოფის ზომის თიაქარი. ის ფეხით მიდის იმ ორმომდე, სადაც მანქანა ჩავარდა, და აჩვენებს ორმოს სიღრმეს, სადაც თვალის ზომით 20-40 სმ-ს საზღვრავს. ვიდეოს გადაღებისას ის მუდმივად იმეორებს „ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი“. მძღოლმა არ ისურვა Jnews-ზე გაბრაზების მომენტში გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნება, არ სურდა გამოექვეყნებინა თავისი ნათქვამი, მისი სანომრე ნიშნები, რაც ვიდეოზე ჩანს.
BMW-ს გაბრაზებულმა მძღოლმა სახელის დასახელება და ვინაობა არ ისურვა. ის მერიაში პასუხისმგებელი პირების მოსაძებნად მივიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქისა და სოფლის ქუჩების ორლოების გარემონტება და მოვლა მესამედ გამოცხადებული ტენდერის შედეგად განხორციელდება. ის 29 მაისს გამოცხადდა. განაცხადები მიიღება 10 ივნისამდე. თუ ტენდერი შედგება, ქუჩების გარემონტება შეიძლება დაიწყოს ერთ თვეში.
ახალქალაქის ქალაქსა და სოფლებში გზების გარემონტების ტენდერი პირველად 4 აპრილს გამოცხადდა 350 000 ლარის ოდენობით, განაცხადების მიღება 20-დან 29 აპრილამდე გრძელდებოდა. ის ფასთა ჩამონათვალის მიხედვით ცხადდება, სადაც მითითებულია ფასები შესრულებული სამუშაოს ერთეულზე. ტენდერი მეორედ 13 მაისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 21-დან 24 მაისამდე გრძელდებოდა. მაგრამ ის შეწყდა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობის გამო, როგორც ეს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია.
პრეისკურანტში მოცემულია სტიქიური უბედურებების შედეგების მქონე სამუშაოების ფასები, საავტომობილო გზების სამუშაოები, ხელოვნურ ნაგებობებზე მუშაობა, გზებზე მოძრაობის რეგულირების ტექნიკური სამუშაოები და სხვა.