კითხვა, როდის და რამდენ ხანს ექნებათ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებს არდადეგები, ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა.

ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაიდა ასატურიანი ამბობს, რომ 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში არდადეგების საკითხი განიხილება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ვინაიდან ქალაქში სამი ბაღის ბავშვებმა ერთ ბაღში უნდა იარონ, ხოლო მოსავლის აღების პერიოდში სოფლებში ბაღებში დასწრების სიხშირე მცირდება, ამიტომ წელს ორთვიანი არდადეგების საკითხზე ვმსჯელობთ, მაგრამ ვიმეორებ, ჯერ არ აქვს კონკრეტული გადაწყვეტა. ან 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით გავალთ შვებულებაში, ან ერთი თვით“, – ამბობს ანაიდა ასატურიანი.

აღვნიშნავთ, რომ ბოლო წლებში ყველა საბავშვო ბაღი ერთითვიან არდადეგებზე გადის.

შეგახსენებთ, რომ წელს ქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღები გარემონტდება. სარემონტო სამუშაოები “მუნიციპალური განვითარების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ №2 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია, №1 საბავშვო ბაღის გარემინტებასთან დაკავშირებით არის დოკუმენტაციის საკითხები.

დოკუმენტების მიხედვით, სარემონტო სამუშაოები ერთი წელი გაგრძელდება.

თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ თემაზე: