უახლოეს დღეებში ახალქალაქის N1 და N2 საბავშვო ბაღები კაპიტალური რემონტისთვის დაიკეტება. საბავშვო ბაღის რემონტი „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.
ახალქალაქის N1 და N2 საბავშვო ბაღების რემონტის საკითხი უკვე რამდენიმე წელია განიხილება და წელს მოგვარდება.
რადგან ორივე ბაღი ერთდროულად იკეტება, ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევათ საბავშვო ბაღის ბავშვებს.
Jnews-ის ინფორმაცაციის თანახმად, N3 საბავშვო ბაღში საბავშვო ბაღების მომუშავეებთან ერთად გადაყვანილი იქნებიან ორი საბავშვო ბაღის ის ბავშვები, რომელთა მშობლები მუშაობენ. თუმცა N3 საბავშვო ბაღი ამდენ ბავშვს ერთდროულად ვერ მიიღებს, N3 საბავშვო ბაღის სოფლიდან ჩამოსული ბავშვების ბაღში სიარულის დროებითი შეჩერების საკითხი განიხილება. ხაზს გავუსვამთ, რომ ეს საკითხი ოფიციალურად არ არის დამტკიცებული.
ახლა ეს საკითხი აქტიურად განიხილება ყველა იმ სოფელში, რომელთა ბავშვებიც N3 საბავშვო ბაღში დადიან. მშობლები გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან და პროტესტს გამოთქვამენ.
როგორ განვითარდება რემონტის საკითხი და როგორ გადაწყდება საბავშვო ბაღში ბავშვების სწავლის საკითხი, ჩვენს მკითხველს მომდევნო პუბლიკაციებში გავუზიარებთ.