ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საქალაქო და სოფლის ქუჩების გარემონტების ტენდერი მეორედ გადაიდო სატენდერო კომისიის სხდომის პროტოკოლში არსებული უზუსტობის გამო, როგორც წერია სატენდერო კომიტეტის სხდომის ოქმში.
როგორც Jnews-თან საუბარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა თქვა, ტენდერში ცვლილებები განხორციელდება და ხვალ ისევ გამოცხადდება.
„ხარჯთაღრიცხვაში ტექნიკური ხარვეზები იყო, ტენდერი შევაჩერეთ, ხვალ განვაახლებთ ფასთა სიას, იყო სერვისები, რომლებიც არ გვჭირდებოდა, ასევე ფასები. ახლა სამუშაოს თანხა ფასის მიხედვით უფრო შემცირდება“, – კომენტარი გააკეთა მან.
როგორც არა მოვსისიანმა განმარტა, ფასების სიაში მითითებულია თითოეული კვადრატული მეტრის ფასი, კუბური მეტრის, ტონაჟის, სამუშაოების სხვა ერთეულების და ა.შ. ამის შემდეგ მერია კონტრაქტორს უხდის თანხას იმის მიხედვით, თუ რამდენი ერთეული შესრულდა.
სამუშაოების ჯამური მოცულობა, როგორც პირველ, ასევე მეორე ტენდერზე 350 000 ლარს შეადგენს, ახალ ტენდერშიც უცვლელი დარჩება. თუმცა, ფასთა ჩამონათვალის მიხედვით სამუშაოს მოცულობა შეიცვალა – პირველად 70 705 ლარი იყო, მეორედ – 52 990 ლარი, ახალ ტენდერში კი, როგორც მოვსისიანმა თქვა, კიდევ უფრო შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ წელს მუნიციპალიტეტში ორმოების შეკეთების სამუშაოები ჩატარდა, რომელიც გასული წლის ტენდერიდან დაზოგილი თანხებით განხორციელდა. ქალაქ ახალქალაქში და მრავალი მიმართულებით გზები ძლიერ დაზიანებულია და საჭიროებს რემონტს, ამასობაში ტენდერი უკვე მეორედ არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის ქალაქსა და სოფლებში გზების გარემონტების პირველი ტენდერი 4 აპრილს 350 000 ლარის ოდენობით გამოცხადდა, განაცხადები მიღება 20-დან 29 აპრილამდე მიმდინარეობსა. იგი ცხადდება ფასთა ჩამონათვალის მიხედვით, სადაც მითითებულია შესრულებული სამუშაოს ერთეულების ფასები. ტენდერი მეორედ 13 მაისს გამოცხადდა. შეთავაზებები მიიღეს 21-დან 24 მაისამდე.
ფასების ჩამონათვალში მითითებულია სტიქიური უბედურების შედეგების მქონე სამუშაოების ფასები, საავტომობილო გზებზე მუშაობა, ხელოვნურ ნაგებობებზე მუშაობა, გზებზე მოძრაობის რეგულირების ტექნიკური სამუშაოები და სხვა.
ფოტო არქივიდან
ახალქალაქსა და სოფლებში გზების გარემონტების ტენდერი გამოცხადდა
ახალქალაქის გზების რემონტი და მომსახურება გადაიდო