ქალაქისა და სოფლის ქუჩების გარემონტების ტენდერი მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა. ტენდრრი კვლავ გამოცხადდება.
როგორც Jnews-თან საუბარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა გააკეთა კომენტარი, ტენდერი დასვენების დღეების დასრულების შემდეგ კვლავ გამოცხადდება.
„როგორც ვიცით, ჩვენს რეგიონში საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს ძირითადად კომპანია „ჯავახავთო გზა“ ახორციელებს. ისინი ტენდერში არ მონაწილეობდნენ, სხვა მობაწილეები არ იყვნენ, ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვაცხადებთ”,- თქვა მან.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ორმოების გარემონტების სამუშაოები შარშანდელი ტენდერით დაზოგილი თანხებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის ქალაქსა და სოფლებში გზების გარემონტების ტენდერი 4 აპრილს 350 000 ლარის ოდენობით გამოცხადდა, განაცხადების მიღება 20-დან 29 აპრილამდე ხორციელდება. ის ცხადდება პრაისკურანტის მიხედვით, სადაც მითითებულია შესრულებული სამუშაოს ერთეულების ფასები.
ფასების სიაში მოცემულია სტიქიური უბედურებების შედეგების მქონე სამუშაოების ფასები, საავტომობილო გზების სამუშაოები, ხელოვნურ ნაგებობებზე მუშაობა, გზებზე მოძრაობის რეგულირების ტექნიკური სამუშაოები და სხვა.
აღვნიშნავთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ჩამონათვალში შედის საგზაო ნიშნების მონტაჟი/დემონტაჟი, ბორდიურების, საცალფეხო გადასასვლელების მოხატვა, სარკეების, სანიაღვრე მილების მონტაჟი და მრავალი სხვა.
ფოტო არქივიდან
ახალქალაქსა და სოფლებში გზების გარემონტების ტენდერი გამოცხადდა