ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ქალაქისა და სოფლის ქუჩების გარემონტებაზე ტენდერი გამოაცხადა. წელს სამუშაოები საკმაოდ ვრცელია და მოიცავს არა მხოლოდ ორმოების გარემონტებას.
ტენდერი გამოცხადდა 350 000 ლარის ოდენობით, განაცხადები მიიღება 20 აპრილიდან 25 აპრილამდე. ის ცხადდება ფასთა ჩამონათვალის მიხედვით, ანუ ფასთა სიაში მითითებულია შესრულებული სამუშაოს ერთეულების ფასები.
ფასში მოცემულია სტიქიური უბედურების შედეგების მქონე სამუშაოების ფასები, საავტომობილო გზებზე სამუშაოები, ხელოვნურ მოწყობილობებზე მუშაობა, გზებზე მოძრაობის რეგულირების ტექნიკური სამუშაოები და სხვა.
აღვნიშნავთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ჩამონათვალში შედის საგზაო ნიშნების მონტაჟი/დემონტაჟი, ბორდიურების, საცალფეხო გადასასვლელების მოხატვა, სარკეების, სანიაღვრე მილების მონტაჟი და მრავალი სხვა.
სამუშაოები 2024 წლის 31 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.