ახალქალაქში ცენტრალური ნაძვის ხის განათებები 26 დეკემბერს აინთება. Jnews-ის ინფორმაციით, წელს ნაძვის ხე ხას ბახჩას პარკში, რომელიც თამარა მეფის ქუჩაზე განთავსდება და საახალწლო ღონისძიებებიც აქ გაიმართება.
საახალწლო პროგრამა 26 დეკემბერს 14:00 საათზე დაიწყება და 19:30 საათამდე გაგრძელდება.
საშობაო გამოფენაზე ახალქალაქელებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია, ცხელი ღვინო, ცხელი სასმელები, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
საბავშვო ზონაში შეხვდებით თამაშებს, მხატვრებს, ზღაპრის გმირებს და თოვლის ბაბუას, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს. 16:00-17:00 საათზე ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა გაიმართება. 15:00-16:00 საათამდე მოსალოდნელია საბავშვო გასართობი პროგრამა და სხვადასხვა თამაშები.
16:00-17:00 საათზე დაიწყება კონცერტი, სადაც ადგილობრივი არტისტები წარდგებიან.
18:00-დან 19:30 საათამდე კონცერტს თემურ თათარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, ჯგუფი “ბანი” წაიყვანს.
სადღესასწაულო პროგრამა 19:30 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.
ახალქალაქში ამ წუთებში სადღესასწაულო სამზადისი მიმდინარეობს, ირთვება ხას ბახჩას პარკი და 10 მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხეც.