დღეს 30 სექტემბერს ახალქალაში ჩატარდა 89 სწრაფი და 38 PCR-ტესტი, შეესაბამისად კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა გამოვლინდა.

გუშინ ჩატარებულ 86 სწრაფი და 48 PCR ტესტიდან, ინფექციის 4 შემთხვევა დადასტურდა.

28 სექტემბერს ჩატარდა 106 სწრაფი ანტისხეულების და 104 PCR-ტესტი, საიდანაც გამოვლინდა ინფექციის 6 შემთხვევა. ამჟამად, ახალქალაქის რეგიონში დაფიქსირებულია კორონავირუსის ორ ათეულზე მეტი აქტიური შემთხვევა.
ინფორმაციას ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 914 და გარდაიცვალა 33 ადამიანი.