ბოლო დღეებში ახალქალაქში ელექტროენერგია ხშირად ითიშება, Jnews-მა გათიშვის მიზეზების გასარკვევად ენერგოგამანაწილებელ კომპანიას Energo Pro Georgia-ს მიმართა.
Energo Pro Georgia-მ განმარტა:
„რაც შეეხება ბოლო ორი დღის გათიშვას, ეს იყო კერძო ტრანსფორმატორების გაუმართაობის გამო, მაგრამ პრობლემა მოგვარებულია, რაც შეეხება მანამდე გათიშვას, კვირის განმავლობაში, ეს გათიშვები იყო სისტემური და არა ჩვენს გამო. ახალქალაქში ელექტრომომარაგება უწყვეტად განხორციელდება“, – გვაცნობეს Energo Pro Georgia-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ სანამ Jnews-მა პასუხი მიიღო, დღეს, 23 აგვისტოს, ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება არაერთხელ შეწყდა, ასევე ელექტროენერგიის გათიშვაა მოსალოდნელია 13:00-დან 15:00 საათამდე.