ახალქალაქის სოფლებში ნაგვის გატანა უკვე მრავალი წელია პრობლემას წარმოადგენს. თითქმის ყველა სოფელს აქვს ხელოვნური ნაგავსაყრელი. ბოლო წლებში ნაგავსაყრელებში ძირითადად კარტოფილის ტომრები ყრია. არარეალუზებული კარტოფილის უტილიზაციის ადგილის არარსებობის გამო სოფლის მცხოვრები იძულებულია ხელოვნური ნაგავსაყრელი შექმნას.
„ეს ნაგავსაყრელი დიდი ხანია არსებობს. იყო დრო, როცა ეს ტერიტორია მთლიანად გაიწმიმდა, მაგრამ მოსახლეობას კარტოფილის გადაყრას ვერ ავუკრძალავთ. პირუტყვის შემთხვევაში არ გვეშინია, რადგან მწყემსი მათთანაა, არ უშვებს იმ ტერიტორიას მიუახლოვდეს. ამ ნაგავსაყრელზე კარტოფილს მარტო ჩამდურას მოსახლეობა კი არ ყრის, არამედ მურჯახეთიდანაც, შესაძლოა ყველა არა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ყრიან“, – ამბობს სოფელ ჩამდურას სპეციალისტი ვლადიმერ ჟამკოჩიანი.
ძირითადად აქ კარტოფილს ჩამდურიდან ყრიან, რადგან ტერიტორია მათთან უფრო ახლოსაა. წელს მურჯახეთის მოსახლეობას გადასაყრელი კარტოფილი არ აქვთ, რადგან გაყიდვა მოახერხეს. როგორც სოფელ მურჯახეთის წარმომადგენელმა სედრაკ მარგარიანმა აღნიშნა, დარჩენილი კარტოფილი ერთმანეთში გაინაწილეს და პირუტყვს აჭმევენ.
„იმდენი კარტოფილი დარჩა, სხვა გზა არ გვაქვს. რა ვქნათ, სად გადავყაროთ? ჩვენს სოფელში ნაგვის ურნები გვაქვს, დანარჩენ ნაგავს იქ ვყრით, მაგრამ კარტოფილს იქ ვერ ვყრით. ეს მხოლოდ ერთი ვედრო ხომ არ არის, რომ ნაგვის ურნაში ჩავყაროთ. სოფლის მცხოვრები რით არის დამნაშავე? გარდა იმისა, რომ ვერ ვყიდით, კარტოფილს საკუთარი ხელით ვყრით“, – ამბობენ ჩამდურას მოსახლეობა.
წელიწადის ცხელ დროს შეუძლებელია ამ ნაგავსაყრელთან გავლა, დამპალი კარტოფილის სუნი ნაგვის სხვადასხვა სურნელს ერევა და ცუდი სუნი დგას.
სოფლის მოსახლეობა არ ჩივის, ჩამდურში 14 სანაგვე ურნაა დამონტაჟებული, რაც სოფლის სპეციალისტის თქმით, სოფლისთვის საკმარისია.
ჩამდურის ნაგავსაყრელზე სოფლის მცხოვრებლების მიერ გადაყრილმა არარეალიზებულმა მოსავალმა გაფესვიანებაც კი მოახერხა.
რამდენიმე წელია ჯავახეთის სოფლებში არარეალიზებული კარტოფილის მოსავალი პრობლემას წარმოადგენს, ხალხს აინტერესებს სად გადაყაროს. ეს პრობლემა თითქმის ყველა სოფელში არის. არის სოფლებიც, სადაც კარტოფილს ნაგვის ურნაში ყრიან.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: