ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბევრი გაფუჭებული კარტოფილია. ახალქალაქის სერვის ცენტრი გაფუჭებული კარტოფილის ნაგვის ურნებში გადაყრას არ უშვებს, იმის მტკიცებით, რომ ნინოწმინდის ნაგავსაყრელი კარტოფილის მიღებაზე უარს ამბობს. თუმცა შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან“ გვითხრეს, რომ ისინი კარტოფილს ღებულობდნენ და ახლაც ღებულობენ.
სოფელ ხოსპიოს მოსახლეობა უჩივის, რომ სერვის ცენტრმა დაახლოებით 10 დღეა მაღაზიის მახლობლად არსებული ნაგვის ურნა მოხსნა, ხოლო ახლოს მცხოვრები მოსახლეობას ნაგვის გადასაყრელად სხვა ქუჩაზე წასვლა უწევს.
ზოგიერთი მცხოვრები აცხადებს, რომ სერვის ცენტრმა მაღაზიის მახლობლად არსებული ნაგვის ურნა იმიტომ მოხსნა, რომ იქ ტომრებით კარტოფილს ყრიდნენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ურნა გატეხილი იყო, გასარემონტებლად წაიღეს და აღარ დააბრუნეს.
“ნაგვისბურნა ათი დღეა არ არის. ამბობენ, საგარემონტებლად აქვთ წაღებული, რომლებიც თითქოსდა იმის გამო დაზიანდა, რომ კარტოფილის მძიმე ტომრები ჩააგდეს. ზოგადად კარტოფილის სანაგვე ურნაში გადაყრას არ გვიშვებენ, გვეუბნებიან ორმო გათხარეთ და იქ ჩაყარეთ. სად ამოვთხაროთ, მეტი საქმე არ გვაქვს ორმო ამოვთხაროთ, ისიც გვეყოფა, რომ ზარალში ვართ, კარტოფილის გაყიდვა ვერ მოვახერხეთ”,- თქვა სოფელ ხოსპიოს მცხოვრებმა.
ხოაპიოს სხვა მცხოვრები აღშფოთებულია, რომ კარტოფილის ნაგვის ურნებში გახაყრას არ უშვებენ.
“კარტოფილი განა ნაგავი არ არის, ყველაფერი შეიძლება, კარტოფილი არა”,- ამბობს ის.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი სოფელ ხოსპიოს აიტუაციას შემდეგნაირად აკომენტარებს.
“კარტოფილის ტომრებს მანქანებიდან, სიმაღლიდან ურნაში აგდებენ და ამტვრევენ. სოფელ ხოსპიოს ურნა ამ მოზეზით გატყდა, ამიტომ მოხსენით ადგილიდან. ურნები 1000 ლარი ღირს. სერვის ცენტრს უკვე დაახლოებით 100 ნაგვის ურნა აქვს, რომელიც კარტოფილის გამო დაზიანდა. ამჟამად სათადარიგო ურნა არ მაქვს, როგორც კი რკინის ურნებს მივიღებთ, ხოსპიოში დავამონტაჟებთ. იმედი მაქვს რკინის ურნები არ გატყდება”,- თქვა მხითარ რსტაკიანმა.
ურნებში ძირითადად ცოტას ყრიან, რადგან ხალხი გაფრთხილებულია, რომ იქ არ ჩაყაროს. ურნებში ჩაყრა მოსახერხებელიც არ არის, რადგან ხალხი ტონობით კარტოფილს ყრის, რაც ურნაში ვერ დაეტევა. წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიწათმოქმედებმა კარტოფილის გაყიდვა ვერ მოახერხეს, რომელიც ფერმერების საწყობებში გაფუჭდა. ხალხმა ათასობით ტონა კარტოფილი გადაყარა. ამიტომ წარმოიქნება ახალი ხელოვნური ნაგავსაყრელები, ან უკვე არსებულები ფართოვდება.
სერვის ცენტრი გაფუჭებული კარტოფილის ურნებში გადაყრის უფლებას არ იძლევა, ამბობენ, რომ ნაგავსაყრელზე არ უშვებენ. ჩვენ დავურეკეთ „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ახალციხეში, რომელიც ახალქალაქის ნაგავსაყრელსაც აკონტროლებს, იმის გასარკვევად, რა უყოს ხალხმა გაფუჭებულ კარტოფილს. კომპანიის უფროსმა ოპერატორმა გურამ კეკიშვილმა გვითხრა, რომ კარტოფილს ღებულობენ.
„ჩვენ კარტოფილს ვღებულობთ, მაგრამ ფიქალს არ ვღებულობთ. ნაგავს არ ვახარისხებთ, არამედ ვპრესავთ, მიწით ვფარავთ“, – ამბობს გურამ კეკიშვილი.
სერვის ცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი ჩვენს კომენტარებს გამოეხმაურა, რომ „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან“ გვითხრეს, რომ კარტოფილს ღებულობენ, თქვა შემდეგი.
„მეუბნებიან, რომ არ ღებულობენ. ხვალ 10-20 სატვირთო მანქანით კარტოფილს
ნაგავსაყრელზე წავიღებთ და ვნახოთ, თუ უარს გვეტყვიტყვიან, დაგირეკავთ“, – თქვა რსტაკიან მხითარმა.