დღეს, 6 თებერვალს, საქართველო -თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი, თურქული სახელმწიფო სანომრე ნიშნებით სატვირთო ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანთან მოხდა.
ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.