წელს პროექტის „სოფლის მხარდაჭერის“ ფარგლებში ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯაში ახალგაზრდებისთვის აქტიური დასასვენებელი ცენტრის აშენდება. შენობა უკვე მზადაა. მხოლოდ სპორტული ინვენტარით აღჭურვაა საჭირო.
სოფლის ძველი სკოლის შენობის ნაწილი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში არ იყენებდნენ და სავალალო მდგომარეობაში იყო, გარემონტდა, გამაგრდა იატაკი და სახურავი. თუმცა წელს შენობის შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღჭურვისთვის საკმარისი თანხა აღარ ჰქონდათ, ამიტომ პროგრამის „სოფლის მხარდაჭერის“ ფარგლებში სოფელ ორჯას 16 ათასი ლარი გადაეცა.
„ერთად გადავწყვიტეთ, რომ სოფლის ახალგაზრდებისთვის გასართობი ცენტრი გაგვეხსნა. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მერია სპორტული ინვენტარის შეძენაში დაგვეხმარება. ამ თემაზე მერიას უკვე ვესაუბრეთ“, – განმარტავს სოფლის სპეციალისტი რობერტ არევიანი.
სოფლის მოსახლეობის აზრით, ახალგაზრდებმა მთელი დღე სოფლის ცენტრში არ უნდა გაატარონ.
„შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ შენობა ცარიელია. შესაბამისი ტექნიკით თუ დაგვეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება. სადაც არ უნდა წახვიდე, თუნდაც პატარა ქალაქებში, ასეთი სპორტული ინვენტარი ყველგან შეგხვდება“, – აცხადებს ორჯას მცხოვრები პეტროს მაკოიანი.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა გვაცნობა, რომ სოფელს პირადად ეწვია, მოსახლეობას შეხვდა და დაარწმუნა, რომ პროექტი მომავალ წელს დასრულდება.
„სოფლის მოსახლეობას პირისპირ შევხვდი და რაიონიც მოვინახულე. მომავალ წელს საერთო პროექტი შედგება, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დავეხმარებით და დაწყებულ სამუშაოს დავასრულებთ. თუ მას პროგრამა განახორციელებს, დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება“, – განმარტავს მერი.
შენობაში სარემონტო სამუშაოებზე კერძო მეწარმე აშოტ კარახანიანია პასუხისმგებელი.