გასულ კვირას ტელეკომპანია „შანთის“ პროექტ „სახალხო მომღერლის“ გალა კონცერტების ეტაპი დაიწყო, სადაც პროექტის ჟიურის შერჩეული 13 ფინალისტიდან 6 პირდაპირ ეთერში გამოვიდა. დარჩენილი 7 ფინალისტის 26 თებერვალს 20:00 საათზე ტელეკომპანია “შანთის” ეთერში გამოვა.
პროექტის ერთ-ერთი ფინალისტი წალკელი აკოპ ოჰანიანია. ისიც დანარჩენ 6 ფინალისტთან ერთად 26 თებერვალს გამოვა. იმისათვის, რომ აკოპ ოჰანიანი პროექტში დარჩეს მისი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტია.
„ახლა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე იქნება დამოკიდებული, დავრჩები თუ არა პროექტში. ჯავახეთის სომხებზე დიდ იმედებს ვამყარებ, ვიმედოვნებ, რომ ჯავახეთი ჩემს გვერდით იქნება, რადგან ის ჩემი ფრთა და ზურგია“, – ამბობს პროექტის „სახალხო მომღერლის“ ფინალისტი აკოპ ოჰანიანი JNEWS-თან ინტერვიუში.
პროექტის კანონების მიხედვით, ამ ეტაპიდან გადაწყვეტილებას მაყურებელი მიიღებს. პროექტს ის მონაწილე დატოვებს, რომელიც ყველაზე ნაკლებს ხმას მიიღებს.
მაყურებელს შეუძლია ხმა მიცემა პროექტის დასრულებისთანავე, ერთი საათის განმავლობაში შეუძლია. ხმის მისაცემად გალა კონცერტის დასრულებისთანავე პროექტის “National singer/ազգային երգիչ” -ის Facebook ან Instagram გვერდებზე უნდა გადახვიდეთ, შემდეგ მიჰყევით ბმულს, წერილში მიუთითოთ იმ მონაწილის სახელი და გვარი, რომელსაც გულშემატკივრობთ და დაადასტუროთ. პროექტის ვებ-გვერდზე გაგზავნილი წერილები უპასუხოდ დარჩება, ხოლო ხმა ბათილად ჩაითვლება. ის მაყურებელი, რომელიც Team Telecom-ის, Viva-Mts-ის, Ucom-ის აბონენტები არიან, შეუძლიათ შეტყობინება ნომერზე – 4449 – გაგზავნონ, სადაც მათთვის სასურველი მონაწილის რიგით ნომერს მიუთითებენ. თითოეული ტელეფონის ნომრიდან მხოლოდ ერთი ხმა მიიღება.
ოზნელმა აკოპ ოჰანიანმა სომხეთის ტელეკომპანია „შანთის“ მუსიკალური პროექტის „სახალხო მომღერალი“ მოსმენის და თეატრალური ეტაპი გაიარა და ჟიურის არჩევანით ფინალში გავიდა.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
წალკელი აკოპ ოჰანიანი პროექტის “სახალხო მომღერლის” ფინალში