სამი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე ტენდერი გაიმართა. მათგან ორი მოიგო კომპანია „ჯავახავტოგზამ“, რომელიც ბოლო წლებში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ასფალტირებას და გზების მომსახურებას ეწევა იშვიათი გამონაკლისის გარდა. მესამე ტენდერი მუნიციპალიტეტში ახალმა კომპანიამ „იბერმა“ მოიგო.
ტენდერი ჩატარდა სამი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად:
პირველი ორი პროექტის განხორციელების ტენდერი მოიგო კომპანია „ჯავახავტოგზამ”, შესაბამისად, 2 244 000 და 3 063 000 ლარის ოდენობით. ტენდერის მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის 15 აპრილიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს.
მესამე პროექტს – აბული-კარტიკამის გზის რეაბილიტაციას – მუნიციპალიტეტის ახალი კომპანია „იბერი“ განახორციელებს, რომლის 100%-იანი მფლობელი ნიკოლოზ ჩახვაშვილია. მან ტენდერი 1`298`300 ლარის ოდენობით მოიგო. ეს არის მრავალწლიანი შენაძენი. 2024 წელს 776 045 ლარი გამოიყო, საიდანაც 737 242 ლარი რეგიონული ფონდის, 38 803 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის შენატანი. 2025 წელს – 672 264 ლარი. სამუშაოები, ტენდერის მიხედვით, უნდა განხორციელდეს 2024 წლის 15 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, ასევე 2025 წლის 15 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ ამ სამუშაოების თანხის 95%-ს რეგიონული ფონდი გამოყოფს, 5%-ს მუნიციპალიტეტი.
წაიკითხეთ ასევე: