ახალქალაქში სოფლის გზების ასფალტირების 3 პროექტისთვის რეგიონულმა ფონდმა 7 383 546 ლარი გამოყო. ამ სამუშაოებზე ტენდერი გასული წლის ბოლოს გამოცხადდა.
რეგიონულმა ფონდმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს სამი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თანხები გამოუყო. ამ სამუშაოების თანხის 95%-ს რეგიონული ფონდი გამოყოფს, 5%-ს მუნიციპალიტეტი.
ეს სამუშაოები შემდეგია:
დილისკა-პტენა-ჩუნჩხას გზა (გაგრძელება) – ღირებულება 2 413 961 ლარი
ვარევანი-ალასტანი-კოკიოს გზის ასფალტირება – ღირებულება 3 521 276 ლარი
აბული-კარტიკამის გზა – 1 448 309 ლარი
ამ სამუშაოების განსახორციელებლად ახალქალაქის მერიამ ტენდერი 2023 წლის 29 დეკემბერს გამოაცხადა, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის იანვრის ბოლომდე. სამუშაოები, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს.
ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამსახურის ინფორმაციით, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპზე, შესაძლოა, დამატებითი დაფინანსება გამოიყოს სხვა პროექტების განსახორციელებლად.