უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც ჯავახეთის ქუჩაზე საკანალიზაციო ლუქი ჩავარდა. ეს საფრთხეს წარმოადგენს ფეხით მოსიარულლებისა და მძღოლებისთვის, ხოლო პასუხისმგებელი პირები საკუთარი პასუხისმგებლობების შესრულებას გაურბიან.

იანვრის დასაწყისში ლუქი ჩავარდა, ის დღემდე არ არის აღდგენილი, ამინდის პირობების გამო ორმო გაღრმავდა, ლუქში ბორბალი ჩადეს, რომ ხალხი ფრთხილად იყოს. Jnews-მა საგზაო დეპარტამენტს და გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის-ცენტრს მიმართა, მაგრამ ლუქი დღემდე არ არის აღდგენილი.

დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი კვლავ იმყოფებოდა ჯავახეთის ქუჩაზე, ლუქი ღია იყო, გვერდზე ბორბალი დევს, ლუქის გარშემო ტერიტორია შემოღობილია.

2

იანვრის დასაწყისიდან პრობლემა ყველასთვის თვალნათელი გახდა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მძღოლებმა ორმო ვერ შეამჩნიეს და ორმოში ჩავარდნენ. პრობლემა ის არის, რომ პასუხისმგებელი პირები ამ მიმართულებით არ მუშაობენ, რათა დროულად მოაგვარონ პრობლემა, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის უნდობლობას იწვევს.

მძღოლები ასევე აღნიშნავენ, რომ ახალქალაქის კომპანიების შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ჭრილი კიდევ ერთი თვე დარჩება, მათ იმედი დაკარგეს, რომ ჯავახეთის ქუჩაზე დადგება დღე, როცა პრობლემა არ იქნება, ხოლო თუკი გაჩნდება, მოულოდნელად მოგვარდება.

ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: