ამ ქუჩაზე სამუშაოების შემსრულებელი არც ერთი კომპანია ჯავახეთის ქუჩაზე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებლობასარ იღებს, რომელიც უკვე მუდმივი კამათის საგნად იქცა. წარმოქმნილი პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს, დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი რჩება.
როგორც უკვე დავწერეთ, ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე ლუქი ჩავარდა, თუმცა პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ჯავახეთის ქუჩა საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. იქიდან გვაცნობეს, რომ პრობლემა აუცილებლად მოგვარდებოდა.
ამის შესახებ Jnews-თან სატელეფონო საუბარში საქართველოს საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ თქვა შემდეგი:
„გავეცნობი სიტუაციას, გამოვგზავნი დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რათა ადგილზე გაეცნონ სიტუაციას. ორშაბათს ადგილზე იქნებიან და ნახავენ, ვის პასუხისმგებლობაში შედის, ასფალტი ვინც დააგო თუ წყალმომარაგების კომპანიის, ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება“.
ეს ლუქი 10 დღეზე მეტია, რაც ჩავარდა. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე მანქანის მძღოლმა ის ვერ შეამჩნია და ორმოში ჩავარდა. ჯავახეთის ქუჩაზე წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ჭიანურდება. მოსახლეობამ უკვე დაკარგა იმედი, რომ მათ ქუჩაზე წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა დროულად მოგვარდება.
ასევე წაიკითხეთ ამ თემაზე:
ფრთხილად! ჯავახეთის ქუჩაზე მძღოლებისთვის “ხაფანგია”