ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩის გადაკვეთასთან, უკვე ორ კვირაზე მეტია ასფალტიდან წყალი წვრილ ნაკადად ჟონავს. ის ტროტუარის გასწვრივ მიედინება, რუსთაველის ქუჩაზე იღვრება და ხევისკენ მიემართება. ადგილობრივი მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქუჩა საციგურაოდ გადაიქცევა.
წყლის გაჟონვა მოსახლეობას ორ კვირაზე მეტია აწუხებს — წყალი გზისა და ტროტუარის პირას გამოდის. ქუჩის ერთი მხარის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მილის დაზიანება მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლების ხაზზე მოხდა, ხოლო მოპირდაპირე მხარის მცხოვრებლები ამას უარყოფენ. გაჟონვის ზუსტი წყარო უცნობია. პასუხისმგებელ სამსახურებისთვის არავის მიუმართავს.
Jnews-მა წყლის გაჟონვის პრობლემაზე რეაგირების თხოვნით საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას მიმართა. კომპანიაში განაცხადი დააფიქსირეს და პირობა დადეს, რომ ამ საკითხით დაინტერესდებიან.