ახალქალაქში დამსახურებული პედაგოგები დააჯილდოეს

ახალქალაქში დამსახურებული პედაგოგები დააჯილდოეს

2 ოქტომბერს, ახალქალაქის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა. ისევე, როგორც გასულ წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის ხუთი მასწავლებელი დააჯილდოეს.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მხარის ადმინისტრაციის (გუბერნიის) წარმომადგენლები.

Uchitelya - 1

Uchitelya - 1

კულტურის სახლის პატარა დარბაზში ხალხმრავლობა იყო. სტუმრები ჩამოვიდნენ თბილისიდან და ახალციხიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაქარიანი, ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები, ასევე ახალქალაქის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

Uchitelya - 1

Uchitel - 1

„ძვირფასო მასწავლებლებო, მივესალმები თითოეულ თქვენგანს. როგორც იცით, საქართველოს განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ვხვდებით ჩვენს მასწავლებლებს, დამსახურებულ პედაგოგებს, რათა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი და კიდევ ერთხელ ვუთხრათ მადლობა“, — განაცხადა თავის გამოსვლაში ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა თერეზა ჩივჩიანმა.

Uchitel - 1
სტუმრებისთვის მოეწყო მცირე კონცერტი, ასევე მხატვრული გამოფენა.

გამოსვლით წარდგნენ სტუმრებიც. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა მიულოცა მასწავლებლებს და პედაგოგის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სიტყვით ასევე გამოვიდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მაკა ბერიძე.

ბოლოს სცენაზე მოიწვიეს სტუმრები და ხელისუფლების წარმომადგენლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დამსახურებული პედაგოგების დასაჯილდოებლად. პედაგოგებს გადაეცათ სიგელები, სასაჩუქრე ვაუჩერები და ყვავილები.

Uchitelya - 1

Uchitel - 1

ამის შემდეგ წარადგინეს დაჯილდოებული პედაგოგები. წელს დამსახურებულ მასწავლებლებად დასახელდნენ:

1. ავთანდილ მელიქიძე – სოფელ ფტენის საჯარო სკოლიდან
2. იზაბელა ქოსიანი – ახალქალაქის №2 საჯარო სკოლიდან
3. ქიშმიშ ეპრიკიანი – სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლიდან
4. ნინელ ალელიშვილი – სოფელ ბარალეთის საჯარო სკოლიდან
5. გაიანე ავეტისიანი – სოფელ ხანდოს საჯარო სკოლიდან

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე