24 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში სოფლის ანსამბლის კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა თანასოფლელებს საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა.
ვაჩიანის სოფლის კულტურულ ცენტრში, ცეკვის ანსამბლმა დირექტორ-დამფუძნებლის ნასლეტ ქეიანის ხელმძღვანელობით მოაწყო კონცერტი თემაზე: „ჩვენ ვმუშაობთ 2009 წლიდან“.
დარბაზი სავსე იყო, კონცერტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, მღვდელი ტერ-თადეოს მკრტჩიანი, საკრებულოს დეპუტატები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ „ვაჩიანის“, საბავშვო ბაღის „აიკანუშის“ მოსწავლეებმა, კონცერტზე მივიდნენ დამალას ანსამბლი „კარინი“ და საცეკვაო კოლექტივი „ივერია“.
„2009 წლიდან ვაჩიანში დაიბადა კულტურა, რომელმაც ჯავახეთის მთლიანი სახე შეცვალა. ჩვენ გავეცანით ტრადიციულ ცეკვებს, რომლებიც დაგვეხმარა საკუთარი თავის ამოცნობაში“, – ამბობს ანსამბლ „ვაჩიანის“ დამფუძნებელი ნასლეტ ქეიანი.
საბავშვო ბაღის ბავშვებმა ქველმოქმედი ძმები მანუკიანებისგან საახალწლო საჩუქრებიც მიიღეს.