საახალწლო მორთულობის შეძენის ტენდერი პირველივე ჯერზე შედგა, ის 56`700.00 ლარის ოდენობით შპს «ჯეო სტრიმ»-მა მოიგო. ახლა შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
აღვნიშნავთ, რომ 10 ნოემბერს 60 000 ლარის ოდენობით ტენდერი გაიმართა. აუქციონი თავდაპირველად კომპანია “Gold777”-მა მოიგო, შემდეგ ის დისკვალიფიცირებული იყო. ამის შემდეგ პოტენციური გამარჯვებული გახდა კომპანია — «ჯეო სტრიმი», მინიმალური თანხის მიხედვით მეორე კომპანია, იმ შემთხვევაში თუკი შეფასების პროცესში კომპანია მიღებული იქნება, ქალაქის საახალწლო მორთულობით ზუსტად ის დაკავდება.
ტენდერის მიხედვით გათვალისწინებულია:
ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, არსებული დიდი ნაძვის ხის დადგმა ხას ბახჩას ცენტრალურ პარკში იგეგმება, ერთი 5-მეტრიანი ნაძვის ხის ჯივანის რესტავრირებულ პარკში, ხოლო მეორეს, შესაძლოა, სამხედრო ქალაქში.
«25 დეკემბერს ჩვენ საახალწლო ღონისძიება გვექნება, ამ დროისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს. ღონისძიების შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით იქნება ცნობილი. არსებულ დეკორაციებს ჩვენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დავამონტაჟებთ, ასევე იქ, სადაც ძირითადი ნაძვის ხე იქნება»,- კომენტარი გააკეთა მაკარიანმა.