19 ნოემბერს 15:00 საათზე თბილისში სომხურ-ქართული კულტურული ფესტივალი გაიმართა, რომელიც ვერდოიანის კულტურული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს სომხური და ქართული ეროვნული ცეკვები წარედგინა.
აკაკი ხორავას სახელობის თეატრი სავსე იყო მაყურებლით, დასწრება თავისუფალი იყო, მსურვებელს დასწრება და საცეკვაო წარდგენებით ტკბობა შეეძლოთ. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს თბილისში მოქმედმა ქართულმა და სომხურმა საცეკვაო კოლექტივებმა, ასევე კოლექტივებმა სომხეთიდან.
ეს იყო კარგი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაეცნონ ერთმანეთს და გაუზიარონ კულტურული მრავალფეროვნება, ცეკვის საშუალებით ეროვნული დეტალებისა და ისტორიის დემონსტრირება, ასევე საერთო საცეკვაო ნომრების ჩვენება.