ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ახალგაზრდა გოგონას იძულებით გათხოვებასა და თვალთვალში ბრალდებული ახალქალაქის მცხოვრები ა.ი. 6000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
15 ნოემბერს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ა.ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა საქმეზე 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას მიმართავს. ბრალდებულის დაცვა გირაოთი შემოიფარგლა. შედეგად სასამართლომ გირაო პატიმრობა შეუფარდა. ა.ი.-ს ნათესავებმა გირაო გადაიხადეს და ბრალდებული გაათავისუფლეს.
სოფელ ფოკას მკვიდრმა ლ.კ.-მ პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომ ახალგაზრდა ა.ი. მასზე დაქორწინების მიზნით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
პოლიციაში განცხადების შეტანის შემდეგ, ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების ორდერი შეეფარდა, რომელიც 13 ნოემბერს „იძულებითი ქორწინების“ ბრალდებით დააკავეს, 15 ნოემბერს კი პროკურატურამ ბრალი ორი მუხლით წამოაყენა: „იძულებითი ქორწინება“ და “დადევნება”.
ახალქლაქის მცხოვრები იძულებით ქორწინებისთვის დააკავეს