ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მცხოვრების იძულებით დაქორწინების ფაქტზე ახალქალაქელი ა.ი. დააკავეს. მას 200-დან 400 საათამდე საზოგადოებრივი შრომა ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სოფელ ფოკას მკვიდრმა ლ.კ. პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ცოლად წაყვანის მიზნით მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ამის შემდეგ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების ორდერი შეეფარდა და გუშინ, 13 ნოემბერს დააკავეს, ამის შესახებ საქართველოს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.
საქმე სსკ-ის 150-ე მუხლის თანახმად მიმდინარეობს, რაც იძულებით ქორწინებას გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ან საზოგადოებრივი შრომით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე იარაღზე უფლების შეზღუდვით ან მის გარეშე.