3-დან 5 ნოემბრამდე ბათუმში ჭიდაობაში კობა კაკალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ახალქალაქის სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღეს, არამედ საპრიზო ადგილებიც დაიკავეს.
ტურნირში ტრენერის ნორაირ კრჯაციანის ხელმძღვანელობით ახალქალაქის სპორტული სკოლის სამმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
32 კგ წონით კატეგორიაში 12-13 წლის ასაკობრივ ჯგუფში მოჭიდავე გევორგ ჰაკობიანმა საპატიო მე-3 ადგილი დაიკავა.
დავამატებთ, რომ დილისკის ჭიდაობის სექციის მოსწავლეები ერთი კვირის წინ ქუთაისში გამართული რესპუბლიკური ტურნირიდან გამარჯვებით დაბრუნდნენ, რომელშიც 10 მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას, მათგან 5-მა მეორე ადგილი დაიკავა სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოფელ დილისკაში 13 წელია ახალქალაქის სპორტული სკოლის ჭიდაობის განყოფილება ფუნქციონირებს. ვარჯიში დილისკის სპორტსკოლაში ტრენერის ნორაირ კრჯაციანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. დღეს ვარჯიშს 50-ზე მეტი მოჭიდავე ესწრება. აღსანიშნავია, რომ აქ არა მარტო სოფელ დილისკას ბავშვები ვარჯიშობენ, არამედ სოფელ კუმურდოს, ორჯას, ხანდოს, აბულის და სხვა სოფლების ბავშვები, ასევე ქალაქიდან ჩამოსული ბავშვები.