ამიერიდან, ახალქალაქის ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის უშვილო ოჯახების ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) თანადაფინანსება დაიწყება.

ვინაიდან ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) ძალიან ძვირი სამედიცინო მომსახურებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახებისთვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ამიერიდან ეკოს მსურველ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

„ეკო ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ როგორმე დავეხმაროთ ოჯახებს“, – თქვეს ახალქალაქის მერიის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ეს საკითხი განიხილეს.

დეპუტატებმა დაამტკიცეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ახალქალაქის მერიას შეუძლია ეკოს თანადაფინანსება. ეს სოციალური დახმარების პუნქტი ხელმისაწვდომი იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც რეესტრში სულ მცირე ერთი წლის წინ იყვნენ დარეგისტრირებული და არ ჰყავთ შვილი.

მერიამ სოციალური დახმარების პაკეტში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა შემდეგი:

თუ ეკოს თანხა იქნება 1000 ლარიდან 5000 ლარამდე,მაშინ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1000 ლარის ოდენობით დააფინანსებს.

თუ ეკოს ოდენობა 5000 ლარიდან 10000 ლარამდე იქნება, მაშინ მერია 1500 ლარს დააფინანსებს.

თუ თანხა 10000 ლარზე მეტი იქნება, მაშინ დახმარება იქნება 2000 ლარის ოდენობით.