ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დადგენილება დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პაკეტით, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, ასევე შეძლებენ გარკვეული სარგებლის მიღებას.

30 ოქტომბერს, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებები დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, შეუძლია ისარგებლოს თანადაფინანსებით. მერიის სოციალურ პაკეტში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებებია: ოპერაციები, ექიმების კონსულტაცია, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა. ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი დახმარება იქნება ბავშვის დაბადებისთვის და ერთჯერადი დახმარება იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახი მრავალშვილიანია (მრავალშვილიან ოჯახად ითვლება 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები),ან დახმარება მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების …

მუნიციპალიტეტის სოციალური პაკეტიდან ის პუნქტები, რომლებიც გათვალისწინებულია სოციალური ქულების მქონე მოქალაქეებისთვის და შშმ პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის, უცხოელებისთვის მიუწვდომელია.

თუ კონკრეტულად რომელი პუნქტებია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პაკეტიდან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელებისთვის და რამდენი სოციალური დახმარებაა თითოეულ შემთხვევაში გადასახდელი, Jnews-ი დამატებით მასალებში წარმოგიდგენთ.

და რა შეღავათები და დახმარებაა გათვალისწინებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პაკეტის ფარგლებში შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ მასალებში:

ვის შეუძლია ახალქალაქში 2023 წელს სოციალური დახმარების მიღება
ვის და როგორი სოციალური დახმარების მიღება შეუძლია ახალქალაქში