დღეს, 26 ოქტომბერს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, “აბულს” მატჩი ჰქონდა “იბერიასთან” და 1-0 ანგარიშით მოიგო.
გოლის ავტორი იყო რაფაელ დარბინიანი.
“იბერია” ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებდა.
ეს იყო საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მე-18 ტური. მომდევნო თამაში 1 ნოემბერს ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, “აბული” “ივერია-ხაშურს” დაუპირისპირდება.