დღეს, 21 ოქტომბერს, სოფელ გომანში, წმინდა გრიგორ ლუსავორიჩის (წმ. გრიგოლ განმანათლებლის) ეკლესიის ხელახალი კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ეკლესია აღადგინეს სოფელ გომანში მცხოვრებმა რუბენ ბანდიკიანმა და მისმა ვაჟმა დავით ბანდიკიანმა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო.
სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის ეზო დღეს ხალხმრავალი იყო, რადგან ტაძრის ხელახალი კურთხევის ცერემონიაზე მოვოდნენ, როგორც სოფელ გომანში მცხოვრები გომანელები, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებები.
რუბენ ბანდიკიანის ვაჟის დავითის ოცნება იყო მისი სოფლის ამაღლებული ეკლესიის ნახვა და წლების განმავლობაში მან აიხდინა თავისი ოცნება. დღეს ის ოჯახთან ერთად ეკლესიის ეზოში იდგა და გახარებულად უყურებდა ეკლესიას.
„დავითის ოცნება იყო,რომ თუ შესაძლებლობა გვექნებოდა, აღვადგენდით ჩვენს ეკლესიას. დადგა დღე, როცა ჩემმა შვილმა მითხრა: „ძვირფასო მამა, მისი აღდგენაა საჭირო“, დავეთანხმე ჩემს შვილს და დავიწყეთ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან დაკავშირება. სამწლიანი წვალების შემდეგ მივიღეთ რეკონსტრუქციის ნებართვა და 2021 წელს დავიწყეთ მუშაობა. სამ წელიწადში დავასრულეთ. ღმერთმა მოისმინა ჩვენი ოცნებები და დაგვეხმარა რეალიზებაში“, – თქვა ქველმოქმედმა, რუბენ ბანდიკიანმა.
Jnews-თან ინტერვიუში ქველმოქმედმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ერთადერთი სურვილია, რომ ნათლობა, დაბადებისა და ქორწილის ცერემონიები მუდმივად ამ ეკლესიაში ჩატარდეს, რომ მშვიდობა იყოს საქართველოსა და სომხეთში.
ეკლესიის კურთხევის ცერემონია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, უწმინდესობის ეპისკოპოს ტერ კირაკოს დავთიანის მფარველობით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის წინამძღვრის ვარდაპეტ ტერ ნშან ჰმაიაკიანის და სხვა მღვდელების მონაწილეობით გაიმართა.
ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონიას ესწრებოდნენ ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სხვა ოფიციალური პირები როგორც ახალქალაქიდან, ასევე თბილისიდან.
ხელახალი კურთხევის შემდეგ ეკლესიის ზარი პირველად დაირეკა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ გომანში მდებარე წმინდა გრიგორ ლუსავორიჩის სომხური ეკლესია, მცხოვრებლების თქმით, დაახლოებით 1800-იანი წლების ბოლოს აშენდა, კაპიტალური რემონტი არასოდეს განხორციელებულა. მრავალწლიანი ყურადღების ნაკლებობის გამო შენობა დაინგრა.
ამთემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
რატომ უნდა იქცეს ოცნებად ტაძრის ქონა სოფელ გომანის მოსახლეობისთვის?