ახალქალაქის მუნიციპალიუტეტის სოფელ გომანში სოფლის ერთადერთი ტაძრის აღდგენა სურთ. სოფლის მოსახლეობამ თანხა შეაგროვა და მერიას მიმართა, რათა ტაძრის აღდგენისათვის ყველა აუცილებელი დოკუმენტი მომზადდეს.
მოსახლეობის თქმით, სომხური სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ტაძარი 1800 წლის ბოლოს აშენდა, კაპიტალური რემონტი იქ არასდროს გაკეთებულა. წლების განმავლობაში უყურადღებობის გამო შენობამ ნგრევა დაიწყო. სოფელ გომანის მოსახლეობამ თანხა შეაგროვა, მათ სოფლის უძველესი ტაძრის აღდგენა სურთ.
«გვინდა გვქონდეს ჩვენი საკუთარი ტაძარი, რატომ უნდა მივდიოდეთ არაგვის ან ახალქალაქის ტაძრებში ჯვრისწერისა და ნათლობისათვის, როდესაც შეიძლება, რომ ჩვენი გვქონდეს? ჩვენმა სოფელმა ტაძრის აღდგენისათვის თანხა შეაგროვა. ჩვენ სანთელს ვანთებთ, ვლოცულობთ, მაგრამ შგნით შესვლის გვეშინია, რადგან შეიძლება თავზე დაგვენგრეს. სოფელში ტაძრის ქონა რატომ უნდა იქცეს ოცნებდა გომანის მოსახლეობისათვის?»,- Jnews-ის ინტერვიუში თქვა სოფელ გომანის მცხოვრებმა.
აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ იუწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
სოფელ გომანის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო
სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატი უარყოფს ინფომაციას იმის შესახებ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის სომხურ სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ტაძარში უნებართვო სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც ტაძრის ტერიტორიაზე არსებული სამარხები დაზიანდა.
ჯავახეთის ვიკარიატმა პროექტი მოამზადა და დოკუმენტების სრული ჩამონათვალის გასაგზავნად საჭირო იყო გეოლოგის დასკვნა, ტრაქტორი ტაძრის ეზოში ამ მიზნით მუშაობდა.
«გომანში უკანონო არაფერი გაკეთებულა, ტაძარი არავის დაუზიანებია»
ვარდაპეტ (არქიმანდრიტ) ტერ მაგაკია ამირიანის თქმით, სოფელ გომანში უკანონო არაფერი გაკეთებულა: გეოლოგი (ქვეყნის შესაბამისი სამინისტროს მიერ ლიცენზირებული პირი) სამუშაოებს ტაძრის საძირკველის გამოკვლევის მიზნით ატარებდა.