1 ოქტომბერი მთიანი ყარაბაღის ლოცვის დღედ გამოცხადდა. თბილისის წმინდა ეჯმიაწინ ეკლესიაში, ასევე სომხეთისა და სომხურ ყველა ეკლესიაში ლოცვის ლიტურგია ჩატარდა. „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისში ლიტურგიის დასასრულს, სასულიერო პირების თანხლებით ვაკის პარკიდან ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოში გაეროს ოფისისკენ მსვლელობა ჩატარდა.
ორი ოფისის წინ დემონსტრანტებმა განიხილეს ის ფაქტი, რომ თავისი განცხადებებით აზერბაიჯანი, რომელიც ახორციელებს გენოციდის პოლიტიკას მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ და პასუხისმგებლობის წინაშე დადგა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ამ ქვეყნების ხელისუფლებამ მხოლოდ მოწოდებები არ უნდა გაავრცელონ, არამედ გამოიყენონ შესაბამისი სანქციები.
გაეროს ოფისის წინ სურბ ეჯმიაძინის ეკლესიის სულიერმა მსახურმა, მღვდელმა ტერ კირაკოს სიმონიანმა შეერთების მოწოდებით გამოვიდა. საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სომხური სათვისტომოს“ პრეზიდენტმა არტურ მირზოიანმა საქართველოს ხელისუფლების 9 თვიანი ბლოკადისა და გასული ომის მოვლენებთან დაკავშირებით დუმილი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ თურქეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს „მოინელებენ“, მაშინ დიდი თურანის იდეა ამ რეგიონში უფრო სერიოზულ პრობლემებს შექმნის, რომლებიც შეეხება როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს.
მსვლელობის მონაწილეებს მომხდარის და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის ამსახველი პლაკატებიც ჰქონდათ.