საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი თანამშრომლობის ატაშე ლეონორო ფუნდთან და ფრანსის ინსტიტუტის წარმომადგენელთან ნათია მსხალაძესთან ერთად ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში, ჩამოვიდა. ის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე ფრანგული ფონდების მხარდაჭერილ ორგანიზაციებს შეხვდა.

ეს შერაზ გასრის პირველი ვიზიტია საქართველოს რეგიონებში ელჩის რანგში. ის სამცხე-ჯავახეთში ჩამოვიდა, რათა მეტი გაეგო „საქართველოს კონკრეტულ რეგიონზე, რომელსაც აქვს თავისი ისტორია, თავისი მრავალფეროვნება“, რათა შეხვდეს ხალხს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, სტუდენტებს და წაახალისოს ადგილობრივები ისწავლონ ფრანგული ენა, ისწავლონ საფრანგეთში, რათა იქაც გაიგონ მეტი სამცხე-ჯავახეთის შესახებ.

„ეს არის მრავალფეროვანი რეგიონი, სადაც ბევრი ეთნიკური უმცირესობაა, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, როგორ ცხოვრობენ ისინი და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ დასახმარებლად, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს და ჩვენს ყველა სახელმწიფოს აქ არსებული მოლოდინების საფუძველზე“,- Jnews-თან საუბარში თქვა შერაზ გარსიმ.

არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელზეც თითო წარმომადგენელი იყო ახალქალაქისა და ნინოწმინდის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მედიიდან, განიხილეს სხვადასხვა თემები, დაწყებული განათლებადან სოფლის მეურნეობამდე. განიხილეს თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობები და გეგმები.

ელჩმა და მისმა დელეგაციამ ასევე მოინახულეს საქართველოს სომხური სამოციქულო ეკლესიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატის შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი, ასევე ორი ფერმა, რომლებიც 12 წელია თანამშრომლობენ ფრანგულ კომპანიებთან, ამასთანავე ელჩი გეგმავს შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან და ვიზიტს აბასთუმანის ობსერვატორიაში.