18 სექტემბერს და 19 სექტემბრის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (უმეტესად კახეთის რეგიონში), ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.