ხულგუმო-კულიკამის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თვეზე მეტია გრძელდება. სამუშაოები ამჟამად გზისპირას წყალსადენის აღდგენისა და ბეტონის დაგების ეტაპზეა.

ასფალტირების სამუშაოებს კომპანია „ჯავახავტოგზა“ 2 058 000 ლარის ღირებულებით ახორციელებს. ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 29 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ამ გზის აღდგენისთვის დამატებით 32 500 ლარი გამოიყო.

beton

Jnews-ის ინფორმაციის თანახმად, სოფელ კულიკამში გზა ვიწროა, ხოლო ზოგიერთი მცხოვრების მიშენებები და ბაღები ხელს უშლის საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს.

„ჩვენს მხრიდან პრობლემა არ არის, სოფლის მცხოვრების კედელი გზაზეა, მაგრამ სახლს ხომ ვერ დავანგრევთ, ეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნახეს და იციან. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ამ მონაკვეთზე გზა ფაქტობრივად ვიწრო.  საკითხი დროულად უნდა მოგვარებულიყო, ახლა კედელს ვერ დავანგრევთ“, – ამბობს ნოდარ ინასარიძე, კომპანიის დირექტორი, რომელიც ხულგუმო-კულიკამის გზაზე სამშენებლო სამუშაოებს ატარებს.

ზემოაღნიშნულის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა შემდეგი თქვა:

„პრობლემებს ადგილზე გავეცანით, არის კედელი, რომელიც გზაზეა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ დარჩეს, სახლს არ დავანგრევთ. სადაც ვიწროა ან განიერი, შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, რა უნდა გაკეთდეს. შემიძლია ვთქვა, რომ იმ მომენტში გადავწყვიტეთ, რომ არ ღირდა ამ კედლის დანგრევა, ვერ გეტყვით, შეიცვლება თუ არა რაიმე მომავალში“, – დაამატა არამ.
რაც შეეხება ასფალტის დაგების სამუშაოებს, ნოდარ ინასარიძის თქმით, ისინი სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება.
„რადგან წელს ნახევარი მილიონი გამოიყო, ახლა ხელოვნურ ნაგებობებს ავაშენებთ, შემდეგ იქნება ასფალტირება“, – დაამატა მან.
შეგახსენებთ, რომ გზის აღდგენითი სამუშაოები 21 ივნისს დაიწყო.

თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ თემაზე:

ხულგუმო-კულიკამის გზა მოასფალტდება

ხულგუმო-კულიკამის გზაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო