1 სექტემბერს ქალაქ ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში გახსნილი საბავშვო ბაგა-ბაღი პირველ ბავშვთა ჯგუფს მიიღებს. ჯერჯერობით ყველა ბავშვის მიღება შესახლებელია, მაგრამ გარკვეული რაოდენობის შემდეგ მხოლოდ მომუშავე დედების შვილებს მიიღებენ. მიღება ჯერ კიდევ გრძელდება.
2-დან 3 წლამდე ბავშვების მქონე დედებს საშუალება გაუჩნდათ შვილები საბავშვო ბაღში გაგზავნონ, თავად იმუშაონ. ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში გახსნილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პირველი ბაგა-ბაღი უკვე ფუნქციონირებს. დღეისთვის სპეციალურ ჯგუფში 14 ბავშვი მიდის, მიღება გრძელდება, რადგან ჯგუფში 30-მდე ბავშვის მიღება შეუძლიათ.
„ყველაფერი კარგად მიდის, განაცხადების მიღება გრძელდება, თითქმის ყოველდღე ვიღებთ განაცხადებს“, – ამბობს №3 საბავშვო ბაღის მენეჯერი საარიან კარინე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, ადგილები ჯერ არის, მიიღებენ ყველას.
„თუ რაოდენობა 30-ს გადააჭარბებს, მაშინ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივიღებთ მომუშავე დედების შვილებს. ზოგადად, ჯერ ვერ ვიტყვი, რამდენი ბავშვია მუნიციპალიტეტის ბაღებში, რადგან არიან ბავშვები, რომლებიც არ რჩებიან და იძულებულები ვართ, ბაღიდან გავრიცხოთ, მიღების პროცესი ახლაც გრძელდება. საბოლოო ციფრი 15-ის შემდეგ გახდება ცნობილი“, – თქვა ანაიდა ასატურიანმა.
ბაგა-ბაღში ბავშვის მიღებაზე განაცხადები მიიღება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, მერიის შენობის პირველ სართულზე.
რა საბუთები უნდა წარადგინოთ განაცხადის შესატანად – წაიკითხეთ ამ ბმულზე
ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში ბაგა-ბაღი იხსნება