სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გარეგინ მეორე აღნიშნავს, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია უსამძიმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს, ქართველ ხალხს და ლოცულობს, რათა ღმერთმა ნუგეში და შვება მისცეს დაღუპულთა ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.