შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგა, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს