„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) ახალქალაქის აუზის დირექტორის მარტინ გაბრიელიანის კომპანიის „მეგობრობა-5“-ის ტენდერებში მონაწილეობის შესწავლის შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერების განხილვის მოთხოვნით მიმართა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომდე მივიდა…
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მონიტორინგით დაადგინა, რომ მარტინ გაბრიელიანი, რომელიც 2013 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, სახელმწიფო შესყიდვებში იგებს. TI-ს მინაცემებით, 2019 წლის აგვისტოდან დღემდე მის მფლობელობაში არსებული შპს „მეგობრობა-5“-მა 36 სახელმწიფო შესყიდვა და 1 390 861 ლარად გაფორმებული ხელშეკრულებები მიიღო. აქედან 667 186 ლარი (47,9%) ახალქალაქის ბიუჯეტიდან 21 შესყიდვის სახით შევიდა.
ორგანიზაციამ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. მათ აღნიშნული ტენდერები განიხილეს და საპროცესო კანონმდებლობის ზოგიერთი დარღვევა გამოავლინეს. ახალქალაქის მერიიდან მიღებული განმარტებებისა და დარღვევების შეფასების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გასცა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განსახილველად გადაუგზავნა. ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო TI-ის წერილზე პასუხისას ავრცელებს.
TI-ს მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული სხვა პასუხის მიხედვით, 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესისას ახალქალაქის მერიის სატენდერო კომიტეტის წევრებმა სიტყვიერი შენიშვნა მიიღეს.
დარღვევებში, რომლებიც შპს „მეგობრობასთან“ დაკავშირებულ ტენდერებში გამოვლინდა, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა, ტენდერის ვადების, კითხვარის სხვადასხვა პუნქტის ინფორმაციის, კანონებთან და ბრძანებებთან სხვა პროცედურული შეუსაბამობა აღინიშნა, რომლებიც ტენდერებისას უნდა შესრულდეს.