წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მანამდე, 15 ივნისს, Facabook-ზე ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ გვიან ღამით გარეთ მყოფ ძაღლს, სავარაუდოდ, მანქანიდან ესვრიან. მას შემდეგ, რაც ძირს დაცემული ძაღლი წამოდგომასა და გაქცევას ცდილობს, მანქანიდან პიროვნება გადმოდის, ძაღლს უახლოვდება და სავარაუდოდ, ისევ ესვრის.

შსს-ში აცხადებენ, რომ ხსენებული პირი დაკავებულია სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.