ახალქალაქის მერია სოფლებსა და ქალაქში მუნიციპალური მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნის შესახებ პეტიციას განიხილავს. იგი საკრებულოში ორგანიზაცია “ღია საზღვრების” (Jnews) ახალგაზრდულმა ჯგუფმა შეიტანა. საკრებულომ პეტიცია დაამტკიცა და მერიას შესაძლო გზების შემუშავებისთვის გადაუგზავნა.

17 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ (Jnews) ახალგაზრდულმა ჯგუფმა პეტიცია შეიტანა, რომლის ავტორიც ჰნაზიკ ავეტისიანია. მოთხოვნა ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნას ეხებოდა.

18 მაისს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა პეტიცია განიხილეს. შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტს ტრანსპორტი ნამდვილად სჭირდება და მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნის იდეა დაამტკიცეს. შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამოცდილებაზეც ისაუბრეს, სადაც ასეთი ქსელი უკვე შეიქმნა.

საკრებულოს ბიურომ პეტიციის იდეა დაამტკიცა და დოკუმენტი მერიას გადაუგზავნა.

JNEWS-ი დაინტერესდა, რა გადაწყვეტილება მიიღეს მერიაში პეტიციის თაობაზე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა განმარტა, რომ პეტიცია ჯერ კიდევ განიხილება.

იმსჯელეს ყოველ შესაძლო საკითხზე, თანხებსა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლო მარშრუტებზე. დისკუსიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გასაჯაროებულა.