1 ივნისს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, მისი საქართველოში მსვლელობა იმართება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების ყოველწლიური მომლოცველობაც დაიწყო.

ninooba9

IMG_8947

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ნაპირას, მონასტერთან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მორწმუნე შეიკრიბა. ლოცვის შემდეგ შეკრებილთა ნაწილი წმინდა ნინოს გზაზე მოსალოცად გაემგზავრა, დღესასწაული 1 ივნისს იწყება.

ninooba8

ninooba4

გადმოცემის თანახმად, წმიდა ნინო ჯავახეთიდან ბოდბეში (სიღნაღი) ფეხით ჩავიდა, სადაც ასევე დაკრძალეს.

ninooba5

ninooba

ქართული ეკლესია წმიდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1 (19) ივნისს მისი საქართველოში ჩამოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 (14) იანვარს გარდაცვალების დღე.

ninooba7

ninooba6

წმინდა ნინოს ცხოვრება

წმინდა ნინოს ცხოვრების ამბის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია:

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა შეისმინა ნინოს ლოცვა და სიზმარში გამოჩენილმა უთხრა: „წადი ჩემს კუთვნილ საქართველოში და იქადაგე უფალი იესო ქრისტეს სახარება, დაე, მისი მადლი გადმოგეცეს შენზე და მე ვიქნები შენი მფარველი”.

წმინდა ნინო საქართველოსკენ გაემართა. ფარავნის ტბაზე მცხეთელ მწყემსებს შეხვდა, რომლებმაც თავიანთი მიწის შესახებ უთხრეს და აცნობეს, რომ მალე სახლში დაბრუნდებიან. ნინომ მწყემსებს თანხლების ნებართვა სთხოვა. დიდი სიძნელეების გადატანის შემდეგ, საბოლოოდ, ქალაქ ურბნისს მიაღწია და იქ გარკვეული პერიოდი დაჰყო. მალე იგი წარმართ ურბნისელებთან ერთად, რომლებიც არმაზის კერპის თაყვანისცემას აპირებდნენ, მცხეთაში ჩავიდა.

წმინდა ნინომ სამეფო მებაღის ოჯახში იპოვა თავშესაფარი. მისი ლოცვით ღმერთმა უშვილო ოჯახს შვილი აჩუქა. მოქცეულმა მეუღლეებმა განადიდეს ქრისტე და წმიდა ქალწულის მოწაფეები გახდნენ. ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრებმაც შეიწტყვეს წმინდა ნინოზე. მალე იგი იმდენად ცნობილი გახდა, რადგან ბევრმა წარმართმა დახმარებისთვის მას მიმართა და ქრისტეც ირწმუნა.

წმიდა თანასწორ მოციქულთა ნინოს ღვაწლის წყალობით საქართველოში ქრისტიანობა აღორძინდა და განმტკიცდა.

წმინდა ნინო სოფელ ბოდბეში განისვენებს. იქ მისივე ნებით დაკრძალეს. შემდგომში მის საფლავზე მირიან მეფემ დიდმოწამე გიორგის სახელზე ტაძარი ააგო. დღეს ამ ადგილას წმინდა ნინოს მოციქულთა სახელობის დედათა მონასტერია.

ninooba3

ninooba2