სოფელ მარტუნში ხიდის გასარემონტებლად ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 730 850 ლარი გამოყო.
სოფელ მარტუნში ხიდი 2016 წლიდან ავარიულ მდგომარეობაშია. მოსახლეობამ არაერთხელ იჩივლა და ადგილობრივ ხელისუფლებას ხიდის რეაბილიტაცია სთხოვა, რადგან სოფლის მცხოვრებლებისთვის ეს მიმოსვლის ერთადერთი საშუალებაა. ბოლოს ხიდი 2009 წელს ნაწილობრივ გარემონტდა.
JNEWS-მა ხიდის ავარიული მდგომარეობის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და ამ საკითხს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა. მაშინ მერიაში თქვეს, რომ არის იმის ალბათობა, წელს გაარემოტებენ. საკრებულოს სხდომაზე კი ხიდის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოიყო.
საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია მზად არის. პროექტის მიხედვით ხიდი ოდნავ მაღალი იქნება: სიგანე – 3 მ 10 სმ, სიგრძე – 76 მ. მარცხნივ 1 მ სიგანის საცალფეხო გზა იქნება. ხიდზე განათებებიც დამონტაჟდება.
უახლოეს მომავალში მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს.
სოფელ მარტუნში ავარიული ხიდის შეკეთების თარიღი უცნობია